Cart 0 x

Privacy Policy

ვებ-გვერდის გამოყენება

ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებს, რომ  ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებ-გვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანომდებლობა ითვალისწინებს.

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის.

ვებ-გვერდის გამოყენებას თქვენ მოახდენთ პირადად, შესაბამისად, მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას, აკრძალულია მითითებული ინფორმაციის მესამე პირზე გამჟღავნება, რათა დაცული იყოს პირად პროფილზე არსებული ინფორმაცია.

თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებელობა პროფილის უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ  არაუფლებამოსილი პირი, შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს თქვენი  პროფილით, ჩვენ დავეყრდნობით პროფილის მონაცემებს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდით სარგებლობდით თქვენ.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ან  ინფორმაციის  შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას, თუ ის შეიცვლება. ამასთან, თქვენი პირადი ნომერი, სახელი გვარი და დაბადების თარიღის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თუ გაიგებთ, რომ თქვენი პროფილის  გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

ვებ-გვერდზე და ასევე კომპანიის სხვა ვებ-გვერდზე აკრძალული გაქვთ ცილისმწამებლური მუქარის  შემცველი, შეურაცხმყოფელი, უხამსი, დისკრედიტირებადი,  კომპანიისთვის რეპუტაციისთვის ზიანის მიმყენებელი, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამომწვევი ქმედება  ან ინფორმციის ატვირთვა. ასევე გეკრძალებათ ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება, ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი ან პირობა შეიცავს წინამდებარე წესებისა და პირობებისაგან განსხვავებულ წესს, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ზოგად წესებსა და პირობებს.

ვებ-გვერდის წვდომაზე შეფერხებით დამდგარ ზიანზე კომპანია იხსნის პასუხისგებლობას.

კომპანია იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი პროფილი ან/და გავაუქმოთ შეკვეთა, რაც მოიცავს მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანომდებლობა ან/სხვა რელევანტური კანომდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდენა ჩვენს ინტერესებს.

თქვენთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას ელექტრონულად თქვენს მიერ რეგისტირებული ელ-ფოსტის მეშვეობით, ვებ-გვერდზე შეტყობინების განთავსებით და სხვა საშუალებების გამოყენებით. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეტყობინება, ინფორმაცია და სხვა სახის კომუნიკაცია, რომელიც ელექტრონულად მოგეწოდებათ აკმაყოფილებს ყველა იმ სამართლებრივ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ეს კომუნიკაცია ითვლება წერილობითი ფორმით განხორციელებულად.

თანხმობა

კომპანიის ვებ გვერდებზე რეგისტრაცია ითვლება მომხმარებლის თანხმობად კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. შესაბამისად, მომხმარებელი მას ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთ რომელიმე ვებ-გვერდზე არსებული მომხმარებლის პარამეტრების რეგისტრაციის შემდგომ (User, Password) ავტორიზაცია გაიაროს „აი სი არ ტრეიდის“ სხვა ვებ გვერდებზე იგივე პარამეტრებით.

რა სახის მონაცემები მუშავდება

twinklestarss.com – ის ვებ გვერდებზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლის შემდეგი სახის მონაცემები მუშავდება:

•             პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სქესი, პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში).

•             საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ფიზიკური მისამართი.

•             მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები (USER): მომხმარებლის სახელი, შეკვეთების ისტორია.

•             დამატებითი ინფორმაცია: მომხმარებლის პრეფერენციები (ასაკი, სქესი, სამომხმარებლო კალათა და ა.შ.) და მარკეტინგული თანხმობები.

•             ტექნიკური ინფორმაცია: IP მისამართი.

ამ მონაცემების დამუშავება ხორციელდება მომსახურების გაწევის, მომხმარებლის იდენტიფიკაციის, ვებგვერდის გაუმჯობესებისა და მარკეტინგული აქტივობებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

მიზანი

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მიზნისთვის ამუშავებს, მათ შორის:

•             მომსახურების გასაწევად, მათ შორის შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების მიზნით.

•             მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისთვის, რაც მოიცავს შეკვეთების, შენახული ან კალათაში დამატებული პროდუქტების ანალიზს, მომხმარებელთა ქცევის და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს.

•             ვებ გვერდზე მომსახურე საფინანსო ორგანიზაციის მიერ პროდუქტის ღირებულების გადახდის მიზნით.

•             ვებგვერდის აქტივობებთან დაკავშირებული შეტყობინებების (მაგ., შესყიდვის წარმატების ან მიწოდების შეტყობინების) გაგზავნისთვის.

•             კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მარეგულირებლის, საზედამხედველო ორგანოების ან აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების მიწოდების მიზნით.

•             ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის.

•             მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

•             კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად.

•             ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებლის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის.

•             მარკეტინგული მიზნებისთვის, რაც მოიცავს თქვენი თანხმობით პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვას.

•             სხვა ლეგიტიმური მიზნებისათვის, რომლებიც განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით

კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

პირდაპირი მარკეტინგი

კომპანიის ვებ-გვერდებზე რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა განაცხადოს თანხმობა „სიახლეების და შემოთავაზების მიღებაზე“. აღნიშნული თანხმობის შემდგომ  კომპანიას უფლება აქვს დაამუშაოს მოწოდებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მიიღებს სხვადასხვა შეთავაზებებსა და მარკეტინგულ შეტყობინებებს.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. მომხმარებელს ნებისმიერ დროს უფლება აქვს, გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შემდეგნაირად:

•             გამოაგზავნოს გამოხმობის შესახებ მოთხოვნა ელ. ფოსტაზე

•             ავტორიზაციის შემდგომ, პირად კაბინეტში შესვლისას გამორთოთ ღილაკი „მსურს მივიღო სიახლეები და შემოთავაზებები“;

COOKIES

„COOKIES”  არის მცირე რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდენტიფიცირებელი. ისინი იგზავნება თქვენი კომპიუტერის ბრაუზერის დახმარებით და ინახება მყარ დისკზე. თქვენი ვებ-გვერდზე არსებული მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს “COOKIES” გამოყენებაზე თანხმობას, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესებისა დ მარკეტინგული აქტივობების მიზნით გამოვიყენებთ.

ჩვენ ვამუშავევთ ორი სახის „COOKIES”  ინფორმაციას:

დროებითი „Cookieს“ ინფორმაცია, რომელიც  ვებ გვერდის მუშაობისთვის აუცილებელი ინფორმაციაა და რომელიც იშლება ვებ-გვერდის დათვალიერების დასრულების შემდგომ. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ გამოიყენება თქვენს მიერ ვებ გვერდის სტუმრობისას და მისი დამუშავება არ ხდება ჩვენს მიერ.

მუდმივი “COOKIES” ინფორმაცია   – ინფორმაცია რჩება თქვენს კომპიუტერზე ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობის შემდეგ. აღნიშნული ინფორმაცია გვეხმარება მოვახდინოთ თქვენი, როგორც უნიკალური სტუმრობის იდენტიფიცირება (ეს ინფორმაცია ინახება შემთხვევით გენერირებული ნომრით). რამდენ ხანს დარჩება ზემოთ მითითებული ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში დამოკიდებულია “COOKIES” ტიპზე.

„GOOGLE ANALYTICS“- არის ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც იყენებს რამდენიმე ტიპის “COOKIES” ინფორმაციას და რომელიც გამოიყენება, როგორც თქვენი ვებ-გვერდზე სტუმრობის ანონიმური უნიკალური მაინდიფიცირებელი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნებისთვის.

„Facebook Pixel Cookie“ – ასევე არის ანალიტიკური/სარეკლამო სახის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება სოციალურ ქსელ „FACEBOOK”-ში თქვენთვის სარეკლამო აქტივობის მოსაწოდებლათ.

ზემოთ აღნიშნული სარეკლამო აქტივობებისგან მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ აღნიშნული სერვისის მომწოდებელ კომპანიებს (FACEBOOK, GOOGLE) ან გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის ინსტრუმენტები აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შესაწყვეტად.

მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც ასი პროცენტით უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ვერ გაძლევთ აბსოლიტურ უსაფრთხოების გარანტიას.

ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და კომპანიას შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენს მიერ ხდება  რჩევები/რეკომენდაცია ან კომენტარებს დატანა, ჩაითვლება არაკონფიდენციალურ ინფორმაციად. მსგავსი რჩებები/რეკომენდაციები ან კოპმენტარები კომპნიის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნას სტატისტიკის საწარმოებლად, მომსახურების გასაუმჯობესებლად ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანმხებით, მომხმარებელი ადასტურებთ, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისთვის მინიჭებულ უფლრებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფორმით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით)  ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ სხვა სიახლეებისა და ინფორმაციიის თაობაზე. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ შეტყობინების მიღებაზე, რა დროსაც ზემოთ-მითითებულ კონტაქტზე გამოაგზავნით შესაბამის მოთხოვნას.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია უკან გამოითხობოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე მათი წაშლის შედეგად.