სად მდებარეობს Twinkle Star Shop და საიდან იგზავნება ნივთები?
ჩვენს პლათფორმას არ გააჩნია ფიზიკური მაღაზია. ვებგვერდზე განტავსებული ნივთები იგზავნება საბერძნეთიდან, თქვენთვის საურველ საფოსტო მისამართზე.
რამდენად ავთენტურია თქვენს გვერდზე განთავსებული პროდუქცია?
ჩვენი ყველა პროდუქტი არის 100% ავთენტური და მაღალი ხარისხის. ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო ბრენდებთან და მომწოდებლებთან.
როგორ ხდება შეკვეთის გაკეთება?
შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვენს ვებგვერდზე მარტივად — უბრალოდ აირჩიეთ სასურველი ნივთი, ჩააგდეთ კალათაში და მიჰყევით შეკვეთის ფორმას.
როგორ ხდება გადახდა?
ამ ეტაპზე გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით მითითებულ ანგარიშის ნომერზე
რამდენ ხანში მივიღებ ჩემს შეკვეთას?
მიწოდების დრო დამოკიდებულია კონკრეტულ მისამართზე და შეკვეთის მომენტში არსებულ ლოგისტიკურ პირობებზე, თუმცა საშუალოდ 4/7 სამუშაო დღეა.
შესაძლებელია თუ არა ნივთის დაბრუნება ან გამოცვლა?
დიახ, თუ ნივთი არის დაზიანებული ან არასწორი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 10 სამუშო დღის განმავლობაში მიწოდებიდან და ერთად მოვძებნით საუკეთესო გამოსავალს.
შეიძლება თუ არა შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დარიცხვა?
დიახ, შეგიძლიათ შეკვეთა გააუქმოთ. თანხა უკან არ ბრუნდება, გერიცხებათ კრედიტების სახით რისი გამოყენებაც შეგეძლებათ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ნივთზე.
როგორ დავუკავშირდე მხარდაჭერის გუნდს?
ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში ან ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ფორმაზე/ელ.ფოსტაზე ან ვათსაფის მეშვეობით.
ველოდოთ თუ არა ახალ კოლექციებს და განახლებებს?
რა თქმა უნდა! ჩვენ მუდმივად ვამატებთ ახალ ნივთებს, ბრენდებსა და აქციებს. მოგვყევით ფეისბუქზე და გამოიწერეთ ჩვენს ვებგვერდზე სიახლეები, რომ არაფერი გამოგრჩეთ.